24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 032 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.8%
თაგები:





