24 საათში საქართველოში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 730 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.4%
თაგები:
კორონავირუსი




