24 საათში საქართველოში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 351 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.02%
თაგები:
კორონავირუსი




