24 საათში საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 806 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34 %
თაგები:
კორონავირუსი




