24 საათში საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 76 205 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.36%
თაგები:
კორონავირუსი




