24 საათში საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 15 212 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 362 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 36.47%
თაგები:
კორონავირუსი




