24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 12 918 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 898 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 215 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.34%
თაგები:
კორონავირუსი




