24 საათში საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში ჯამში 6 483 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 872 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%
თაგები:
კორონავირუსი




