24 საათში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 12 826 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 255 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 722 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.49%
თაგები:
კორონავირუსი




