Logo

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

საზოგადოება
456
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

 

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 68 392  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 13 245   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  32.82% 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები