24 საათში საქართველოში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%
თაგები:
კორონავირუსი




