Logo

24 საათში საქართველოში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 50 707 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 732  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 812  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  9.33%

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები