24 საათში საქართველოში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.37%
თაგები:
კორონავირუსი




