24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 477 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.2%
თაგები:
კორონავირუსი




