24 საათში საქართველოში კორონავირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 640 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 768 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.30%
თაგები:
კორონავირუსი




