24 საათში საქართველოში კორონავირუსით 77 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%
თაგები:
კორონავირუსი




