24 საათში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში ქვეყანაში 7 028 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 653 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%
თაგები:
კორონავირუსი




