24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 38 817 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.53%.
თაგები:
კორონავირუსი




