24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 127 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 96 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32%
თაგები:





