24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 813 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.49%
თაგები:
კორონავირუსი




