24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.41%
თაგები:
კორონავირუსი




