24 ტანკი, 47 დრონი, 1000-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 436 750 (+990) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.03.24-მდე: ტანკები – 6876 (+24), ჯავშანტექნიკა – 13 158 (+28), საარტილერიო სისტემები – 10 855 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1018 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 723 (+0), თვითმფრინავები – 347 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 8510 (+47), ფრთოსანი რაკეტები – 1992 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 14 407 (+63), სპეციალური ტექნიკა – 1778 (+10).
