25%-იანი ქეშბექი და უფასო გადარიცხვები - "საქართველოს ბანკის" კამპანია ბიზნესებისთვის გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი" ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი განაგრძობს კამპანიას ბიზნესებისთვის, რომლებსაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლიათ ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ არ ფლობენ იურიდიული პირის ანგარიშს.
კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და რამდენიმე ბენეფიტს აერთიანებს:
25%-იანი ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდაზე
შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათით შესრულებული ნებისმიერი ტიპის გადახდაზე. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
ქეშბექი ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე – იქნება ეს ონლაინ შესყიდვები ან ციფრული გამოწერების გადახდა, თუ ფიზიკურ მაღაზიებში ოფისისთვის საჭირო ნივთების შეძენა.
უფასო გადარიცხვები – თვეში 1 000 000 ლარამდე
კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასურველ ვალუტაში თვეში 1 000 000 ლარამდე გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განახორციელონ.
M ბიზნეს ნაკრები – 3 თვით უფასოდ
კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ M ბიზნეს ნაკრები სამი თვის განმავლობაში უფასოდ. აღნიშნული ნაკრები მოიცავს ყველა აუცილებელ პროდუქტსა და სერვისს, რომლებიც ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვაში ეხმარება.
M ნაკრების ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ:
თანხის მარტივად განაღდებას – ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარი;
გადარიცხვებსა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას;
ხარჯების ეფექტიან განაწილებას – 2 ციფრული და 2 პლასტიკური ბარათის შეკვეთა უფასოა.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, ბიზნესებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში 31 დეკემბრის ჩათვლით.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


