Logo

25 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
1194
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 

 

19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლოობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე  დაიკლებს.

 

თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

თაგები:

ამინდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები