Logo

25 ტანკი, 1160 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1006
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 476 460 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.05.24-მდე: ტანკები – 7405 (+25), ჯავშანტექნიკა – 14 227 (+14), საარტილერიო სისტემები – 12 287 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1057 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 792 (+1), თვითმფრინავები – 349 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9717 (+34), ფრთოსანი რაკეტები – 2149 (+1).

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 16509 (+32), სპეციალური ტექნიკა – 2017 (+9).

Advertisement