Logo

26 078 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 4 794 მკურნალობს

საზოგადოება
988
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა – 232, იმერეთი – 304, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 108, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 080, აჭარაში – 484, იმერეთში – 936. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 პირი, მათ შორის, თბილისში – 542, აჭარაში – 121, იმერეთში – 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 35, იმერეთში – 28. 

 

858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 – თბილისში, 201- აჭარაში. 

 

20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები