Logo

26-28 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
566
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბრის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement