26 689 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 5 070 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 142, აჭარაში – 519, იმერეთში – 970.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 35, იმერეთში – 30.
903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 – თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




