26 900 ჯარისკაცი, 200 თვითმფრინავი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 26 900 (+250) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 13.05-მდე: ტანკები – 1 205 (+10), ჯავშანტექნიკა – 2 900 (+27), საარტილერიო სისტემები – 542 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 193 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 88 (+1), თვითმფრინავი – 200 (+1), ვერტმფრენები – 162 (+1), საავტომობილო ტექნიკა – 2 042 (+23), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 405 (+7), სპეციალური ტექნიკა – 41 (+0), საკრუიზო რაკეტები – 95 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
