26 დრონი, 36 საარტილერიო სისტემა, 1000-ზე მეტი ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 308 720 (+1080) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.11.2023-მდე: ტანკები – 5316 (+15), ჯავშანტექნიკა – 10014 (+18), საარტილერიო სისტემები – 7475 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 875 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 577 (+5), თვითმფრინავები – 322 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5593 (+26), ფრთოსანი რაკეტები – 1557 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9853 (+39), სპეციალური ტექნიკა – 1059 (+5).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით მოიგერიეს მტრის 30 შეტევა, ხერსონის მიმართულებით მტერს დარტყმა მიაყენეს. გარდა ამისა, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს მელიტოპოლის მიმართულებით.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს