Logo

“26 მაისი გვიახლოვდება და როგორ ვხვდებით? – გაყიდული ხეობებით, გაყიდული მიწებით, გაყიდული ღირსებით”

საზოგადოება
858
Frontnews image description

"დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და ბოლომდე მაქვს თქვენი იმედი"- ამ სიტყვებით მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მაკა სულაძემ. 

მან განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს გაყიდული ხეობებით და მიწებით ხვდება.

"ფეხქვეშ გამოგვეცალა მიწა, თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია და დღეს დავტოვეთ ხეობები, სოფლები, ქალაქები და როგორც გასაჭირში ჩაცვენილი შვილები, გამოვეშურეთ დედაქალაქისკენ, რომ ერთად თავმოყრილებმა მოვაგროვოთ ეს პრობლემა, რომელიც საბედისწეროდ გვექცა დღეს მთელს ქვეყანას. უფსკრულის პირას ვართ და თუ ერთმანეთს არ ჩავკიდეთ ხელი, ყველა ერთდროულად გადავეშვებით. დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და ბოლომდე მაქვს თქვენი იმედი. 

26 მაისი გვიახლოვდება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და როგორ ვხვდებით? – გაყიდული ხეობებით, გაყიდული მიწებით, გაყიდული ღირსებით და რა ვუთხრათ ჩვენ, ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს, შემოგვინახეს ჩვენი მიწა, ჩვენი მამული. რა ვუთხრათ ჩვენ იმ ბიჭების დედებს, რომლებმაც აგერ გუშინ, მიწას მიაბარეს თავისი შვილები, ოღონდაც ჩვენ მშვიდობით და კეთილდღეობით გვეცხოვრა. როგორ მივიდეთ მათ საფლავებთან, რა ნამუსით მივა ხელისუფლება იმ გმირი ბიჭების საფლავებთან და რა ნამუსით შეამკობს გვირგვინებს მათ საფლავებს, მიწა გაგვიყიდეს ხალხნო, მიწა, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის"-განაცხადა მაკა სულაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები