
ავტორი
Front News საქართველო
26 მაისიდან საქართველოს ეროვნული პარკები მუშაობას განაახლებენ. ვიზიტორთათვის მარტვილის, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია იხსნება. ისინი დილის 10:00-დან 18:00 საათამდე იფუნქციონირებენ. ტარიფები უცვლელია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აუცილებელია კოვიდპანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვა. მათ შორის, დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ხმარება. ამასთან, ფიზიკური დისტანციის დაცვა (მინიმუმ 2 მეტრი).
რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად.
ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს