26 ნოემბერს ლადო მესხიშვილის თეატრში რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
26 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
ჟან პოლ სარტრის პიესა “ბუზები“ ორესტეს ცნობილი ისტორიაა, რომელიც საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის სურვილით, მის მშობლიურ ქალაქში, არგოსში ბრუნდება და ელექტრას შთაგონებით, აგამემნონის მკვლელებზე – კლიტემნესტრასა და ეგისთეზე შურს იძიებს.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის და მოწვეული მსახიობები გიგა აბულაძე (ორესტე), ნუცა სულაბერიძე (ელექტრა), ინგა კაკიაშვილი (კლიტემნესტრა), გაგი შენგელია(იუპიტერი), გიო ჩაჩანიძე (ეგისთე),იოანე იმედაძე (პედაგოგი), საბა ნუცუბიძე (ახალგაზრდა იუპიტერი) და ბექა სოფრომაძე მონაწილეობენ.
პრემიერა 19:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
ქუთაისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს