Logo

26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორი პარლამენტს მიმართავს

პოლიტიკა
1188
Frontnews image description

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და დეპუტატებს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი. 

 

მიმართვა, რომელსაც დღეს პარლამენტის წევრებს გადაეცათ,  ხელს 237 პროფესორი აწერს. 

 

“დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას – გახდეს ევროპული ქვეყანა.

 

ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.

 

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი”, – აღნიშნულია მიმართვაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები