Logo

27-31 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საზოგადოება
249
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)" - აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თაგები:

ამინდი
Advertisement