Logo

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება იზღუდება

საზოგადოება
570
Frontnews image description

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

 

“შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

 

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

 

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

აცრა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები