27 აპრილიდან პოლონეთს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუჩერა, სავარაუდო მიზეზი რუბლით გადახდაზე უარია.
პოლონეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PGNiG-მა რუსული გაზპრომისგან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შესახებ წერილი მიიღო.
27 აპრილის დილიდან პოლონეთს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება.
რამდენიმე კვირის წინ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ავალდებულებს გაზპრომის უცხოელ კონტრაქტორებს რუსული გაზის საფასური 1 აპრილიდან გადაიხადონ რუბლით, რასაც პოლონეთი არ დათანხმდა.
პოლონური კომპანია აცხადებს, რომ რუსული მხარის გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესს არ დაარღვევს, რადგან მიწისქვეშა საცავები 80%-ით არის შევსებული, ხოლო გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში გაზის საჭიროება უფრო დაბალია. პოლონეთს ასევე აქვს ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მათ შორის თხევადი გაზი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს