
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სსიპ-საპენსიო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ანგარიშები შესაბამის კომიტეტებს და პლენარულ სხდომას წარედგინება.
ბიუროს წევრებმა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადის გადაწევას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს