
ავტორი
Front News საქართველო
28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
“ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.
ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს