Logo

28 მარტს გლდანის ციხესთან აქცია – “გოგი წულაიას თავისუფლებისთვის!” გაიმართება

Frontnews image description

გოგი წულაიას თავისუფლებისთვის! – სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა. აქცია 28 მარტს, 14:00 საათზე, გლდანის ციხესთან გაიმართება. 

"ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში, გელოდებით ყველას 28 მარტს, 14:00 საათზე, გლდანის ციხესთან. დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის, უსამართლობის წინააღმდეგ  ბრძოლაში !"- ნათქვამია განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები