
ავტორი
Front News საქართველო
29 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული “ჭიათურობა 2022” აღინიშნება.
ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენები, გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნება წარმოდგენილი.
იმავე დღეს გაიმართება ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და სადღესასწაულო კონცერტი.
ღონისძიებაში ადგილობრივ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი “ფორტე“ და გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდი.
სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს