29 სექტემბერი ინტერპოლში საქართველოს გაწევრიანების დღეა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო შეიქმნა 1993 წლის 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლში გაწევრიანდა.
“საქართველოს ინტერპოლს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შორის. უწყება აქტიურად არის ჩართული ინტერპოლის მრავალ საერთაშორისო პროექტში, რომელთა მიზანია საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოპარული კულტურული ხელოვნების ნიმუშებისა და გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნა.
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო აქტიურად იყენებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ყველა ინსტრუმენტს. მისი მოთხოვნის საფუძველზე, გამოცემულია მრავალი ცირკულარი, დაკავებულია საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი არაერთი დამნაშავე, რომლებიც ბრალდებულნი არიან მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, პედოფილიაში, მკვლელობაში, ტერორიზმსა და ფულის გათეთრებაში”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
შსს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს