3 და 4 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

ავტორი
Front News საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.
ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და მოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).
თაგები:
ამინდი




