Logo

“3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა”

საზოგადოება
28.01.2021 / 11:41
1434
Frontnews image description

3%-იანი პარტიის უმანდატო ლიდერი რომ მოუწოდებს საზოგადოებას რევოლუციისკენ, ეს როგორც მინიმუმ, სასაცილოა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

"მგონია, რომ როდესაც ვირუსსა და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა მიმდინარეობს, ასეთი განცხადებები ნიშნავს ომის გამოცხადებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს არის დამაზიანებელი, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის თავი არ აქვთ. ამასთანავე, მათ აქვთ რეალური საშუალება, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს და შემოვიდნენ პარლამენტში. თუმცა გიგა ბოკერია ისედაც ვერ შემოვა პარლამენტში – მან თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოუვა. დანარჩენებს, ვისაც ბოკერიას ბულინგისთვის დაქვემდებარება ესირცხვილებათ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შემოვიდნენ პარლამენტში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გააკეთონ საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები