3 წლის საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ავტორი
Front News საქართველო
3 წლის საბას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას რამდენიმე დაავადება: ანემია, ეპილეფსია, დიაბეტი და დაუდგენელი სახის ალერგია ერთად აქვს. მკურნალობა კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
“შეიძლება ერთი შეტევის დროს აღარ გაუმართლოს, ტვინი დაუზიანდეს და სავალალო შედეგამდე მივიდეთ. გემუდარებით, დამეხმარეთ. მოვინდომოთ ერთად და გადავარჩინოთ ჩემი სამი წლის საბუკა, გთხოვთ, გევედრებით.
10 თვის იყო, როცა მამამ დაგვტოვა და სრულიად მარტო ვიბრძვი, აღარ მინდა სიცოცხლე, ჩემი შვილის წამებას ვეღარ ვუყურებ. გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ თქვენი ერთი ლარი არაფერს წყვეტს, პირიქით. ერთი შვილი უკვე დავკარგე უსახსრობის გამო, ვეღარ გადავიტან ამ ყველაფერს. ღვთის გულისთვის დამეხმარეთ”, – წერს საბას დედა ფატიმა სარქისოვა სოციალურ ქსელში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი: GE35TB7344045061100028
საქართველოს ბანკი: GE32BG0000000161543840
თაგები:





