Logo

3 ვერტმფრენი, 11 ტანკი, 590 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
806
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 111 760 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.01.2023-მდე: ტანკები – 3 080 (+11), ჯავშანტექნიკა – 6 147 (+17), საარტილერიო სისტემები – 2 069 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 434 (+3).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 217 (+0), თვითმფრინავი – 285 (+0), ვერტმფრენები – 275 (+3), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1856 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 723 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 809 (+8), სპეციალური ტექნიკა – 183 (+0).

Advertisement