30 970 კოვიდინფიცირებულიდან საავადმყოფოებში 5 195 მკურნალობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა – 145, იმერეთი – 246, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 117, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 152, აჭარაში – 526, იმერეთში – 1 005.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 559, აჭარაში – 130, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 36, იმერეთში – 36.
980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 – თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




