30% ქეშბექი Gulf-ში და Extra.ge-ზე - "საქართველოს ბანკის" შეთავაზება ბიზნესს Black Friday-ზე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი ბენეფიტების შეთავაზებებს განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Black Friday-ზე Mastercard Business Card-ის მფლობელებისთვის ორი მნიშვნელოვანი შეთავაზება მოამზადა.
საწვავზე 30%-იანი ქეშბექი Gulf-ის ქსელში
Mastercard Business Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 28 ნოემბერს, Black Friday-ზე, Gulf-ის ქსელში საწვავის შეძენისას 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით) მიიღონ.
ქეშბექის მისაღებად საჭიროა გადახდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.
იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.
Extra.ge-ზე – ყველა პროდუქტზე 30%-იანი ქეშბექი
Mastercard Business ბარათით Extra.ge-ზე გადახდისას ბიზნესებს Black Friday-ზე, 28 ნოემბერს, 30%-იანი ქეშბექის (მაქსიმუმ 200 ლარამდე) მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეთავაზება Extra.ge-ის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.
ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდს არჩევა. ქეშბექი ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაბრუნდება.
იხილეთ მეტი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ ამ ბმულზე.
საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების ჩართულობით, მეწარმეებისთვის მუდმივად ქმნის შეთავაზებებს. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექებს თუ სპეციალურ პირობებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საბუღალტრო, ფინანსურ და სხვა სერვისებზე. ამ შეთავაზებების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


