Logo

31 საარტილერიო სისტემა და 400-ზე მეტი ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
864
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 258 340 (+410) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.08.2023-მდე: ტანკები – 4362 (+4), ჯავშანტექნიკა – 8476 (+27), საარტილერიო სისტემები – 5295 (+31), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 721 (+2).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 491 (+2), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4312 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 1406 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7722 (+30), სპეციალური ტექნიკა – 797 (+3).

Advertisement