32 300 ჯარისკაცი, 1 432 ტანკი, 213 თვითმფრინავი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 32 300 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 13.06-მდე: ტანკები – 1 432 (+2), ჯავშანტექნიკა – 3 492 (+8), საარტილერიო სისტემები – 718 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 226 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 97 (+0), თვითმფრინავი – 213 (+1), ვერტმფრენები – 178 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 460 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 585 (+3), სპეციალური ტექნიკა – 54 (+0), საკრუიზო რაკეტები – 125 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
